Thursday, June 9, 2016

მილიონზე მეტი ნატურალური რიცხვები



გაკვეთილის მთავარი თემა
მილიონზე მეტი ნატურალური რიცხვები
სწავლების საფეხური
დაწყებითი, V კლასი
მოსწავლეთა პროფილი
25 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები შეძლებენ მილიონზე მეტი ნატურალური რიცხვების ჩაწერასა და წაკითხვას
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
1.მილიონზე მეტი ნატურალური რიცხვების  
  ჩაწერასა და წაკითხვაში გაწაფვა.
2.ათობითი სისტემის არსის უკეთ გააზრება

შედეგი მიღწეულია,თუ:

 1.მოსწავლე იყენებს ახალ რიცხვით
    სახელებს,პოზიტიურ სისტემას.
2.ახდენს ნატურალური რიცხვების  კლასიფიკაციას
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან:

. 2-ნიშნა,3-ნიშნა,4-ნიშნა და 5-ნიშნა ნატურალური რიცხვების წაკითხვა და ჩაწერა.

.მოცემულ რიცხვებში თანრიგების დასახელება.

.რიცხვის წარმოდგენა თანრიგების შესაკრებთა ჯამის სახით
.
.თანრიგების შესაბამისად უმცირესი და უდიდესი ნატურალური რიცხვების დასახელება.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
დაფა,ცარცი,სახელმძღვანელო,რვეული,კალამი,კომპიუტერი,
პროექტორი,სლაიდი.
გაკვეთილის მსვლელეობა/საკლასო მენეჯმენტი
            საორგანიზაციო საკითხები-3წთ
           .Aფაზა (გამოწვევა)-15 წთ
მასწავლებელი იწყებს წინა დღეს მიცემული დავალების შემოწმებას.გაურკვეველ საკითხებს ახსნის იმ მოსწავლეთა დახმარებით,რომლებმაც კარგად დაამუშავეს და შეასრულეს საშინაო დავალება.კითხვების საშუალებით გამოიკითხავს წინა გაკვეთილს და ერთ რომელიმე მოსწავლეს,რომელიც შეიძლება შეირჩეს როგორც მოსწავლეთა,ასევე მასწავლებლის სურვილის გათვალისწინებით,მოაყოლებს გაკვეთილს.ისევ დასვამს შეკითხვებს ,ან ამოსახსნელად მისცემს კლასს მაგალითებს წინა მასალიდან.
            .Bფაზა ( შინაარსის რეალიზება)-22წთ
შესრულებულიდავალებების შემდეგ მასწავლებელი იწყებს ახალი მასალის ახსნას---მინი ლექციით,ასევე იხმარს წინასწარ გამზადებულ ე.წ.“სლაიდებს“,რომლებზეც გამოსახული თითოეული ვაშლი აღნიშნავს თითო ნულს და რიცხვის სახელწოდება განისაზღვრება ვაშლების რაოდენობით(5ვაშლით წარმოდგენილი რიცხვი არის უმცირესი 6-ნიშნა რიცხვი,6ვაშლით  7--ნიშნა რიცხვი და ა.შ.)

მასწავლებელი პროექტორის საშუალებით ახდენს ამ ყველაფრის დემონსტრირებას.

ასევე პროექტორის გამოყენებით აჩვენებს წინასწარ გამზადებულ რიცხვებს და სთხოვს მოსწავლეებს წარმოდგენილი რიცხვების წაკითხვას.

მოსწავლეებს გამოიყვანს დაფასთან და მერხთან მჟდომ რომელიმე მოსწავლეს თხოვს უკარნახოს რაიმე 5-ნიშნა,6-ნიშნა ან უფრო დიდი რიცხვები და შეაფასოს რამდენად სწორად ჩაწერა მითითებული რიცხვი მისმა კლასელმა(შეცდომის შემთხვევაში გაასწოროს თავად მოკარნახემ).
მასწავლებელი კლასს აძლევს დამოუკიდებელ სამუშაოს,რომლისთვისაც აძლევს 5წუთს.

        .Cფაზა (გამთლიანება)-5წთ
მასწავლებელი ახდენს დავალების შეჯამებას,აკეთებს დასკვნებს,აწყობს დებრიფინგს:რა ვისწავლეთ,რაში გამოგვადგება მიღებული ცოდნა,აძლევს საშინაო დავალებას და აფასებს მოსწავლეებს.

No comments:

Post a Comment